ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე

საქმისმწარმოებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 29 მარტს ქუთაისის მეორე ქალთა გიმნაზიის დირექტორს მიმდინარე წლის 22 მარტის N99 მინაწერის პასუხად სწერენ, რომ საჭიროა აცნობონ სამინისტროს სად შეიტანა ვლადიმერ აბაშიძემ საპენსიო ფონდში ჩასარიცხი ფული, აგრეთვე, ნომერი შესატანი ბარათის. მას ჯარისკაცად ნამსახურეობის დრო ხუთწლეულებში არ ჩაეთვლება, პენსიისთვის ჩათვლა კი შემდეგში მოხდება, როდესაც ვლადიმერ აბაშიძე პენსიას დაიმსახურებს და მის მიღებას მოისურვებს. ხელს აწერენ: მთავარგამგე გ. ნათაძე და საქმის მწარმოებელი ნიკ. აბესაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი