მოსე ივანეს ძე თოიძე

ფერმწერი, გრაფიკოსი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, სსრკ სახალხო მხატვარი

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილის განცხადება განიხილეს, რომელიც მხატვარ მოსე თოიძის სურათების შესაძენად 200 მანეთს ითხოვდა. გამგეობამ თაყაიშვილის წინადადება მიიღო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები 1913 წელი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი