სოსლანბეკ ბიგაევი

თერგის საოლქო სახალხო საბჭოს პირველი და მეორე მოწვევის ყოფილი წევრი, დენიკინის დროს საგანგებო სადამსჯელო რაზმის უფროსი ოსეთის ტერიტორიაზე

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთმა „ვოლნი გორეცმა“ №1 საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც სოსლანბეკ ბიგაევის რაზმმა დაატრიალა მუსულმან ოსთა სოფელ ზამანყულში: „მართლწესრიგის დამცველმა“ ბიგაევმა შეძლებულ მინზოევთა 28 კომლიან გვარს „ბოლშევიკთა თანაგრძნობის“ ცრუბრალდებით ჯერ მთელი ავლა-დიდება ჩამოართვა, შემდეგ კი სახლები გადაუწვა. უსამართლობით აღშფოთებულმა მინზოევებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს მოძალადეებს და 6 რაზმელი მოკლეს. ბიგაევმა „დამნაშავე“ მინზოევთა გვარის ყველა ქალი დააპატიმრა, მამაკაცები კი ბესლანში გადააგზავნა.

წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ" – „თავისუფალი მთიელი"), №1, 1919 წლის 8 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა