დავით დავითის ძე ღამბაშიძე

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში

1920 წლის 18 აგვისტოს ხულოდან ბათუმში ჩავიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და მომარაგების მინისტრის მოადგილე ივანე ჭავჭანიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კ. საბახტარაშვილი, დავით ღამბაშიძე და სხვ. 17 სთ-ზე გეგეჭკორი ინგლისის სამხედრო გემ „სპელით“ კონსტანტინეპოლს გაემგზავრა. საზღვარგარეთ წავიდნენ აგრეთვე ჭავჭანიძე და დ. ღამბაშიძე.

წყარო: ერთობა, 1920 | 21 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა