კ. მეგრელიძე

ცეკას სააგიტ-საპროპაგანდო განყოფილების გამგის მოადგილე

1927 წელს ცეკას ბრძანებით ანტირელიგიური პროპაგანდის გააქტიურებასთან დაკავშირებით  მოხსენებები და ლექციები უნდა ჩატარებულიყო. ბიბლიოთეკებსა და ქოხ-სამკითხველოებში გამოეფინათ ანტირელიგიური ლიტერატურა; მოეწყოთ გასართობები, რათა ხალხი რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად არ წასულიყო. განცხადებას ხელს საქართველოს ცეკას მდივანი გიორგი ყურულაშვილი და აგიტპროპგანყოფილების გამგის მოადგილე კ. მეგრელიძე აწერდა.

წყარო: კომუნისტი, 1927 | 14 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა