კონსტანტინე მანუელის ძე ანდრონიკაშვილი

სახელოვნებო კომისიის წევრი, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე

შესდგა მუსიკალური საზოგადოების ახალი გამგეობის და მუსიკალური კოლეგიის სხდომა. კ. ანდრონიკაშვილი აირჩიეს თავმჯდომარედ, ს. ჟორჟოლიანი თავმჯდომარის ამხანაგად, კ. მოსული მდივნად. გამოირკვა, რომ „კაპელა“-ს მუსიკალური ნაწილი მუსიკალური საზოგადოების ხელში იქნებოდა, ხოლო ფინანსური კი კოოპერატივთა კავშირის.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 25 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა