ია. სალხნიშვილი

ხოროს ხელმძღვანელი

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 დაიბეჭდა „სიტყვა თქმული თამარ სვიმონის ასული გოგოლაშვილი-ხირსელის მიერ, 11 მარიამობისთვეს ქ. თელავში მასწავლებელთა კავშირის მიერ გამართულ საღამოზე“, რომელიც ეხებოდა რევოლუციას და ქალთა თანასწორობის იდეას და რომელმაც აღფრთივანებაში მოიყვანა საღამოზე დამსწრე საზოგადოება. საღამოზე გაიმართა რუსულ-ქართული წარმოდგენა. ადგილობრივმა სცენის მოყვარეებმა წარმოადგინეს დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, დასასრულს იგალობა ია. სალხნიშვილის გუნდმა. საღამომ დიდი შემოსავალი მოიტანა და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 31 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა