ცავრინა დისიონის (დარისპანის) ასული ახვლედიანი

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 12 ივნისს ცავრინა დისიონის ასულმა ახვლედიანმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს თბილისის ერთ-ერთ ქართულ გიმნაზიაში მოსამზადებელ განყოფილებაში მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ცავრინა დისიონის ასულ ახვლედიანის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი