აკაკი გაბრიელის ძე შანიძე

ენათმეცნიერი, აკადემიკოსი

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე სოციალ-ფედერალისტებმა საზოგადოების რწმუნებულებად გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და აკაკი გაბრიელის ძე შანიძე აირჩიეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების საერთო კრების ოქმები და ანგარიშები | 1917-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი