მუტუშევი აჰმედხანი

რუსეთის მეფის არმიის პოდპოლოკოვნიკი, რევოლუციის შემდგომ ჩეჩნეთის ერთ- ერთი თვალსაჩინო სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე - პოლიგლოტი, ადვოკატი, პუბლიცისტი; უდიდესი ავტორიტეტისა და გავლენის გამო არაკეთილმოსურნეებმა "ჩეჩნეთის დიქტატორი აჰმედ-ხან I" შეარქვეს.

ევგენი ჟარკოვსკის სტატიაში, რომელსაც „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 აქვეყნებს, გამორჩეული ადგილი ეთმობა გროზნოს პროლეტარიატის შეცდომებსა და მათ საბედისწერო შედეგებს, სახელდობრ: რევოლუციის დასაწყისში კავკასიელ მთიელებსა და ჯარისკაცებს შორის არსებული კეთილგანწყობა ძირფესვიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც კავკასიის ფრონტიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ჩეჩნებს (გროზნოში) და ინგუშებს (ვლადიკავკაზში) ჟლეტა მოუწყვეს. ვიდრე გროზნოში ჩეჩენთა სახალხო საბჭოს სათავეში ბატონი მუტუშევი ედგა, ეს არასოციალისტი, მაგრამ ლიბერალი ადამიანი ახერხებდა ნებისმიერი არეულობის მშვიდობიანად მოგვარებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ არენაზე ბატონი ყურუმოვი გამოჩნდა, დაპირისპირება გამწვავდა და ანარქიად გადაიქცა.

წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ" – „თავისუფალი მთიელი"), №1, 1919 წლის 8 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა