სტანისლავ პატეკი

პოლონელი დიპლომატი

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სტანისლავ პატეკისგან მიიღო ნოტა, რომ პოლონეთი მზად იყო ეცნო საქართველო როგორც დამოუკიდებელი „დეფაქტო“ რესპუბლიკა, იმ მომენტამდე, სანამ საზავო კონფერენცია არ ცნობდა ხალხთა სურვილთან შეთანხმებულ სტატუსს საქართველოს მიმართ.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 25 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა