გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი

ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, დამფუძნებელი კრების წევრი (სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია), განათლების მინისტრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის ბიბლიოთეკაში მკითხველთა რიცხვი 776-ს შეადგენდა. ამათგან 456 კაცი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშები | 1905-1905
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი