მაჰომედოვი

დენიკინის არმიის პოლკოვნიკი, დაღესტნის ერთ-ერთი ოლქის უფროსი და აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლის მონაწილე

გაზეთის ცნობით, თავად ოლქის უფროსის, პოლკოვნიკ მაჰომედოვის მეთაურობით ურჩი წუდახარელების დასასჯელად მიმავალ კაზაკთა რაზმს ხაჯალ-მახიში თავს დაესხნენ სოფლელები და განაიარაღეს. საკუთარ სახლში თავშეფარებული და აჯანყებულების მიერ ალყაშემორტყმული მაჰომედოვი კი მხოლოდ უხუცესთა შუამდგომლობამ იხსნა სიკვდილისაგან.

წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ "– „თავისუფალი მთიელი"), №2, 1919 წლის 22 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი (ტიფლისი)
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა