ნიკოლოზ ესტატეს (ევსტათის) ძე წვერავა

თევზის სარეწაო ქარხნის მმართველი, თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნადეჟდა დიმიტრის ასული ცინცაძე, ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავა, ტერენტი ნიკოლოზის ძე წერეთელი, ისაკ სიმონის ძე ჭეიშვილი და სიმონ შერმადინის ძე ჭყონია. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის საწევრო გადასახადის აღრიცხვის დავთრები და წევრთა სიები
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი