ლუკა ლავრენტის ძე ბიჩი

კაზაკი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ყუბანის სამხარეო მთავრობის პირველი თავმჯდომარე, ყუბანის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის მეთაური 1919 წ. პარიზის საზავო კონფერენციაზე, ხელი მოაწერა ყუბანსა და მთიელთა რესპუბლიკის მეჯლისს შორის სამეგობრო ხელშეკრულების პროექტს (1919 წ.,07)

მთიელთა საპროტესტო ნოტას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პარიზის საზავო კონფერენციის მონაწილე ყუბანის სამხარეო რადის დელეგაციამ: 1919 წლის „ვოლნი გორეცი“ N3 აქვეყნებს 8 ივნისს ჰ. ბამატოვისთვის გამოგზავნილ თანაგრძნობისა და თანადგომის წერილს, რომელსაც ხელს აწერს ყუბანის დელეგაციის ხელმძღვანელი ბიჩი.

წყარო: ვოლნი გორეცი (Вольный Горец), 1919 | 29 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა