ჰაიდარ ნაჟმუტდინის ძე ბამატოვი (ბამატი)

XX საუკუნის პირველი ნახევრის თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწე, დაღესტნელი (ყუმიკი), ჩრდილოკავკასიელ მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მთიელთა დელეგაციის წევრი ვერსალის კონფერენციაზე

ინტერვიუში ჩრდილოკავკასიელთა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე აზრს გამოთქვამს ორი რესპონდენტი: გაჯი ქერიმ სანიევი – აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი სოციალისტთა ფრაქციიდან (პარტია „ჰუმეთი“) და ჰაიდარ ბამატი – მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და მთიელთა დელეგაციის წევრი ვერსალის კონფერენციაზე.

წყარო: „ვოლნი გორეცი“ („Вольный Горец“), 1919 | 13 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა