ნიკოლოზ პავლეს ძე სლეპცოვი

რუსეთის მეფის არმიის გენერალ-მაიორი, მდიდარი რუსი არისტოკრატი, კავკასიის ომებში კაზაკთა ატამანი - "თერგის ლეგენდა", "რუსი რაინდი".

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ თერგის ოლქში ვითარების მიმოხილვისას ევგ. ჟარკოვსკი აღნიშნავდა, რომ ადგილობრივ კაზაკობასა და სამხარეო რევოლუციურ ორგანიზაციებს შორის ვერ გამოინახა საერთო ენა: ბოლშევიკები გაუგებრობების მოსაგვარებლად მოლაპარაკებების მომხრენი იყვნენ, თერგის კაზაკობა კი გენერალ სლეპცოვის სანატრელ დროებას მისტიროდა.

წყარო: ვოლნი გორეცი (Вольный Горец), 1919 | 29 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა