ივანე იგორის (გეორგის) ძე ერდელი

კავალერიის გენერალი, უნგრული წარმომავლობის შთამომავლობითი აზნაური, თეთრი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, „დობროარმიის“ ერთ-ერთი შემქმნელთაგანი

1919 წლის 29 სექტემბერს პიატიგორსკის შტაბის უფროსს – გენერალ ივანე ერდელს საჭიროდ მიაჩნდა „დობროარმიის“ დიდი ძალის გაგზავნა თერგის ოლქსა და დაღესტანში მდგომარეობის განსამტკიცებლად. დენიკინის აზრით კი, ვინაიდან ცარიცინის ფრონტზე შექმნილი საგანგებო ვითარება არ იძლეოდა ამის საშუალებას, ამიტომ გენერალ ერდელს მთიელებთან მებრძოლი ძალების შესავსებად ასაკოვან კაზაკთა მობილიზაცია უნდა გამოეცხადებინა.

წყარო: ვოლნი გორეცი (Вольный Горец), 1919 | 29 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა