გიორგი ძნელაძე

ყაჩაღი

დაბა ჩოხატაურში 9 ნოემბერს მომხდარ ამბოხს ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ყაჩაღები: პაიჭაძე და ინგლისელი ექიმის მკვლელი, ცნობილი შანტაჟისტი გიორგი ძნელაძე. მთელ გურიაში შეთქმულთა ბრბოს წინააღმდეგ ხალხმა მიიღო ენერგიული ზომები. ყველგან აღდგა წესიერება, ამბოხების ყველა მონაწილე გადაეცემა სასამართლოს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 12 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა