მელქიორე (მელქიადე) გაბბა (გაბა)

იტალიელი სამხედრო, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი, იტალიის სამხედრო მისიის ხელმძღვანელი ამიერკავკასიაში, გენერალ-ლეიტენანტი

1920 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა იტალიის მისიის უფროსისგან, მელქიორე გაბბასგან იტალიის მთავრობის მიერ საქართველოს მცხოვრებთა საჭიროებისთვის 500 ტონა ფქვილის გამოყოფის შესახებ ცნობა მიიღო.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 3 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა