მურად ღათაგოგუ (ღათაგუ)

ჩერქეზი, ყუბანის საკანონმდებლო რადის წევრი, 1919 წელს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე შეცვალა შაჰიმ-გირეი

შაჰიმ-გირეის უკან გაწვევის მოტივირებისას ყუბანის საკანონმდებლო რადაში სიტყვით გამოსულმა მურად ღათაგოგუმ განაცხადა: კონფერენციამ, რომელსაც უნდა შეეკავშირებინა ყუბანი, დონი და თერგი, ვერ გაამართლა თავისი დანიშნულება. მთიელთა მიმართ კაზაკთა უნდობლობასა და მტრულ დამოკიდებულებასაც თუ გავითვალისწინებთ, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ჩვენი წარმომადგენლის ყოფნა კონფერენციაზე. მდგომარეობას კიდევ უფრო გაუგებარს ხდის რიაბოვოლის გარდაცვალების შემდეგ თავმჯდომარეობის დაკისრება ჩვენი წარმომადგენლისთვის („ვოლნი გორევი“, 1919 წ., N4).

წყარო: ვოლნი გორეცი (ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ ) 1919 | 6 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა