პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა

მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავისა და თბილისის განყოფილებათა წევრი, თბილისის დრამატული საზოგადოების წევრი, ვლადიკავკაზის ქართული სკოლის ხელმძღვანელი

1918 წელს ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პარმენ ალექსანდრეს ძე გოთუა თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა და მისი ანაზღაურება 220 მანეთს შეადგენდა.

წყარო: თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის ანგარიშები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი