ალექსეი ივანეს ძე კულაბახოვი //კულაბუხოვი

მღვდელი, ყუბანელ კაზაკთა თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, შეურიგებელი ანტიბოლშევიკი, ყუბანის სამხარეო რადის წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პარიზის საზავო კონფერენციის დელეგატი, მთიელთა რესპუბლიკასთან ყუბანის სამეგობრო ხელშეკრულების პროექტის ერთ-ერთი ავტორი და ხელმომწერი. დენიკინის ხელისუფლებამ ჩამოხრჩობა მიუსაჯა (1919 წ.7/XI)

პარიზის საზავო კონფერენციაზე ყუბანსა და კავკასიელ მთიელთა რესპუბლიკას შორის ხელმოწერილ ხუთპუნქტიან სამეგობრო ხელშეკრულებაში ხელმომწერი მხარეები აღიარებენ ერთმანეთის სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტსა და სრულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ასევე – მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის აუცილებლობას. დედანს ხელს აწერენ: ყუბანის დელეგაციის მხრივ – ლ.ბიჩი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ვ. სავიცკი (დელეგაციის წევრი), ა. კულაბახოვი (დელეგაციის წევრი), ა. ნამიტოკოვი (დელეგაციის წევრი); კავკასიელ მთიელთა კავშირის მხრივ – ა. ჩერმოევი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ი. ჰაიდაროვი (დელეგაციის წევრი), ხ.ხაძარაგოვი (დელეგაციის წევრი), ჰ. ბამატი (საგარეო საქმეთა მინისტრი).

წყარო: „ვოლნი გორეცი" („ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ"– „თავისუფალი მთიელი'), №6, 1919 წლის 20 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი