აბდულ მეჯიდ (თაფა) არცუს ძე ჩერმოევი

ჩეჩენი მემამულე და ნავთობმრეწველი, პოლიტიკური მოღვაწე: გაერთიანებულ მთიელთა კავშირის დამაარსებელთაგანი და ჩრდილოკავკასიელ მთიელთა რესპუბლიკის მთავრობის მეთაური (1918-1920 წწ), მთიელთა მეჯლისის (პარლამენტის) წევრი, პარიზის საზავო კონფერენციაზე მთიელთა დელეგაციის ხელმძღვანელი, ხელი მოაწერა ყუბანისა და მთიელთა რესპუბლიკების სამეგობრო ხელშეკრულების პროექტს (1919 წ., 07)

პარიზის საზავო კონფერენციაზე ყუბანსა და კავკასიელ მთიელთა რესპუბლიკას შორის ხელმოწერილ ხუთპუნქტიან სამეგობრო ხელშეკრულებაში ხელმომწერი მხარეები აღიარებენ ერთმანეთის სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტსა და სრულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ასევე – მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის აუცილებლობას. დედანს ხელს აწერენ: ყუბანის დელეგაციის მხრივ – ლ.ბიჩი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ვ. სავიცკი (დელეგაციის წევრი), ა. კულაბახოვი (დელეგაციის წევრი), ა. ნამიტოკოვი (დელეგაციის წევრი); კავკასიელ მთიელთა კავშირის მხრივ – ა. ჩერმოევი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ი. ჰაიდაროვი (დელეგაციის წევრი), ხ.ხაძარაგოვი (დელეგაციის წევრი), ჰ. ბამატი (საგარეო საქმეთა მინისტრი).

წყარო: „ვოლნი გორეცი" („ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ"– „თავისუფალი მთიელი'), №6, 1919 წლის 20 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი