ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე

ცხინვალის გიმნაზიის პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 27 დეკემბერს დაბა ცხინვალში გამართულ საზოგადო კრებაზე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები: ალექსანდრე კასრაძე, ზაქარია მიროტაძე და ვასილ ალექსანდრეს ძე ელიოზიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი