სამსონ ვაშაყმაძე

ოზურგეთის ბიბლიოთეკის გამგე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე არსენ ორმოცაძემ თხოვნით მიმართა გამგეობას, რომ სამსონ ვაშაყმაძისთვის პეტერბურგში გაეგზავნათ ის 6 მანეთი, რომელიც საზოგადოებამ მიიღო ალექსანდრე ყიფშიძის ხელით ნიკოლოზ აბაშიძისგან, როგორც ფასი ბილეთებისა საზოგადოების სასარგებლოდ გამართული წარმოდგენისთვის. გამგეობამ სამსონ ვაშაყმაძეს გაუგზავნა 6 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი