ნინო გიორგის ასული ზალდასტანიშვილი

სტუდენტი

1915 წლის 29 ივნისს ნინო გიორგის ასულმა ზალდასტანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ხარკოვის ქალთა უმაღლეს სამედიცინო ინსტიტუტში შეწყვეტილი სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

წყარო: სხვადასხვა პირებისა და დაწესებულებების განცხადებები მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის სტიპენდიების დანიშვნის შესახებ | 1915-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი