ბაღდან სომხიევი

ვაჭარი

1888 წლის 25 მარტს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ბაღდან სომხიევი სანდო კაცი იყო, მაგრამ, იქაური ქართველების თქმით, მას თავისი სარგებელი ჰქონდა „სახეში“. მათი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, წიგნები გასაყიდად მიებარებინათ ვინმე მაჭავარიანისთვის ან რამან ფორაქაშვილისთვის, რომელსაც დავით სარაჯიშვილის საქმეებიც ებარა.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების წევრებთან გამოცემული წიგნების გაყიდვის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი