გიორგი (გიზო) ნესტორის ძე ანჯაფარიძე

იურისტი, ბათუმის ქალაქისთავი, სოციალ-დემოკრატიული (მ) პარტიის წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი

1918 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ამიერკავკასიის წევრებმა სეიმის დეპუტატების არჩევნები გამართეს. კანდიდატებად აირჩიეს: დავით ონიაშვილი, ბ. ი. პირუმოვი, გიორგი ანჯაფარიძე, რაფიელ ჩიხლაძე, ვასილ გურჯუა, ჰაიდარ აბაშიძე და გიორგი გაგლოევი.

წყარო: ერთობა, 1918 | 7 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა