მიხეილ ნახუცრიშვილი

სამხედრო ექიმი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: სასამართლოს მოხელე დიმიტრი პაატას ძე მგალობლიშვილი, პროვიზორი მელიტონ კონსტანტინეს ძე ნადარეიშვილი, სამხედრო ექიმები – მიხეილ ნახუცრიშვილი, ვარლამ დავითის ძე საყვარელიძე, ანტონ პეტრეს ძე ფალიაშვილი და ადგილობრივი ფოსტის განყოფილების უფროსი პლატონ ანდრიას ძე არჯევანიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა ალექსანდროპოლის (ლენინაკანი) განყოფილებასთან | 1916-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი. საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი