დიმიტრი (ტიტიკო) კონსტანტინეს ძე ერისთავი

ექიმი, მწერალი, პოლიტიკოსი, ოზურგეთის თვითმმართველობის ხმოსანი და ქალაქისთავი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე

1907 წლის 27 ოქტომბერს ოზურგეთში გაიმართა ილია ჭავჭავაძის სალიტერატურო საღამო. შემოსული თანხა – 110 მან. და 63 კაპ. – დიმიტრი ერისთავმა გაზეთ „ისრის“ რედაქციას გადასცა.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი