ვლადიმერ ივანეს ძე ნატრაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვლადიმერ ივანეს ძე ნატრაძის თხოვნა ავანსად ორასი მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ მას ასი მანეთი გადასცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1908-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი