იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე

მხატვარი, მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი, თბილისის ვაჟთა VII გიმნაზიის პედაგოგი

ანჯელო ანდრეოლეტის ქვისა და მარმარილოს სახელოსნოს 1908 წლის 24 აპრილის ხარჯთაღრიცხვაში წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული პროექტის განსახორციელებლად საჭირო მასალისა და სამუშაოების თანხის ოდენობა, სულ – 2500 მანეთი. ბოლოს მითითებულია, რომ ანგარიშში არ არის გათვალისწინებული კომპოზიციის ერთი დეტალის – ქართველი დედის სავარძლის – მასალა.

წყარო: ქ. შ. წ. კ. გ. ს. – დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი