დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი

ისტორიკოსი, პედაგოგი

1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებლად დოროთე უჩანეიშვილის ნაცვლად დროებით ეკატერინე მალხაზის ასული კედია მიიწვია.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი