ფეოდოროვი

ჩრდ. კავკასიის სამხ. აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე

ტუაფსეს დროებითი სამხედრო პორტის მეთაურის N24 ბრძანებით 1916 წლის 15 ოქტომბერს დანიშნულმა კომისიამ ჩაიბარა ბათუმი-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის საჭიროებისთვის შეძენილი გემი „Добровольский“, რომელიც ტუაფსეში დგას და ნოვოროსიისკელ ვაჭარს, კ. ცერტოსს ეკუთვნის. ბათუმი-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის მიერ „Добровольский“-ის მიღების დღეს გემზე იყო მასალები, თანდართული ცნობებით. გემი და მასზე არსებული ქონება ჩაიბარა კაპიტანმა სოკოლოვმა. მიიღო კაპიტანმა დ. სოკოლოვმა. მექანიკოსი ფ. ლებედინსკი. წევრები: პ. ფედოროვი, Шхут N55-ის კაპიტანი ნ. ივანოვი, მონაწილე ვ. მარჯანოვი.

წყარო: გზათა სამინისტროს ბრძანებები და განკარგულებები ფოთის პორტის მიერ გემების მიღების და შავ ზღვასა და მდინარე რიონზე ნაოსნობის გახსნის შესახებ | ფონდი 1881| ანაწერი 1 | საქმე 2
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი