დავით წერეთელი (2)

სტუდენტი

1919 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გარეშე საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა სია სტუდენტებისა, რომლებსაც თავისი ხარჯით სურდათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა. ისინი იყვნენ: ალექსანდრე სხირტლაძე – ინგლისი, ნინო უსტიაშვილი – ინგლისი, ალექსი უსტიაშვილი – ინგლისი, ალექსი უჩინაიშვილი – იტალია, იასონ ჩაბაშვილი – შვეიცარია, გიორგი შენგელია – იტალია, ლეო შენგელია – შვეიცარია, პეტრე ცხაკაია – საფრანგეთი, ანნა ცხაკაია – საფრანგეთი, დავით წერეთელი – შვეიცარია, იოსებ თოხაძე – ინგლისი, მიხა ლომთაძე – იტალია, რაფინ მოსესის ძე ხითაროვი – საფრანგეთი, გიორგი მოსესის ძე ხითაროვი – საფრანგეთი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | მიმოწერა საზღვარგარეთ ახალგაზრდების გაგზავნის შესახებ სპეციალური განათლების მისაღებად 1919.05.03
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი