გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე

პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრი, განათლების მინისტრი

1920 წლის 31 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილი თავდაცვის საბჭოს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერენ შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილი და სამხედრო მინისტრი გრ. ლორთქიფანიძე, ეხება სამხედრო სამსახურში მყოფ 1888, 1889 წწ. დაბადებულ ჯარისკაცთა შვებულებას და მათ ნაცვლად1895 წელს დაბადებულთა გაწვევას. მობილიზაციით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მათ დაეკისრებათ სასჯელი.

წყარო: ერთობა, 1920 | 31 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა