გრიგოლ ზაქარიას ძე ქურდიანი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ აცნობა, რომ ილიას ყვარლის მამულისა და მის ტერიტორიაზე მდებარე წისქვილის მოსაწესრიგებლად თელავის განყოფილებას კომისია გარკვეულ თანხას მაშინ გამოუყოფდა, როცა გაეგზავნებოდა ცნობა, რაში დაიხარჯა საზოგადოების სალაროში ადრე გადარიცხული 800 მანეთი. წერილს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ქურდიანი და მდივანი ანეტა ყიფშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი