ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი-ჭავჭავაძისა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ილია ჭავჭავაძის მეუღლე

ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძემ, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისაგან მინდობილი ჰქონდა იმ სახლისა და ქონების მეთვალყურეობა, რომელიც განსვენებულმა ილია ჭავჭავაძემ „საზოგადოებას" უანდერძა, 1909 წლის 17 სექტემბერს გამგეობას წერილობით აუწყა სახლის სავალალო მდგომარეობა: მეთვალყურის თქმით, ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ ოლღა გურამიშვილმა ყველა ნივთი გადაატანინა და რკინებით მიმაგრებული პირსაბანისა და აბანოს ქვაბის გატანასაც აპირებდნენ მისივე განკარგულებით, რაც ძალიან დააზიანებდა კედელს და საცხოვრებლად გამოუსადეგარს გახდიდა ისედაც უნუგეშო მდგომარეობაში მყოფ სახლს.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი