ლევან ყაფლანის ძე ვაჩნაძე

მოქალაქე

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა, ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ, თელავში მოიწვია კრება, სადაც თელავის განყოფილების წევრობის სურვილი გამოთქვეს ლევან ყაფლანის ძე ვაჩნაძემ, ნიკოლოზ პავლეს ძე ღუდუშაურმა, დიმიტრი ნიკოლოზის ძე დეკანოზიშვილმა, იაგორ კირილეს ძე დათუნაშვილმა, იროდიონ შავლიაშვილმა, ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ბებუროვ-ვაჩნაძემ, ილია პავლეს ძე გორდეზიანმა, ივანე იაკობის ძე ყარსიაშვილმა და ონისიმე ივანეს ძე ჭიქაძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი