ვასილ ზაქარიას ძე ბარნაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ მოიწვია კრება თელავში. კრებაზე აირჩიეს საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე – მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები: იაგორ კირილეს ძე დათუნაშვილი, ვასილ ზაქარიას ძე ბარნაშვილი, ქეთევან ივანეს ასული რუსიევ-ყორჩიბაშვილი, ნიკოფორე იესეს ძე მამინაიშვილი და ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი