იონა ტარიელის ძე ანჯაფარიძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის, სენაკისა და ფოთის განყოფილების წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების სახელით აბედათის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებმა: სევერიან ბახტაძემ, იონა ანჯაფარიძემ და მალაქია კიკალიშვილმა მთავარ გამგეობას 1915 წელს გაუგზავნეს წერილობითი თხოვნა, რომ თანამედროვე წიგნებით მოემარაგებინათ აბედათის ბიბლიოთეკა

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი