ვასილ ნიკოლოზის ძე ზირაქიშვილი (ზირაქოვი)

სარევიზიო კომისიის წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1913 წლის 20 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ ფარული კენჭისყრით აირჩია სარევიზიო კომისიის სამი წევრი (ექიმი მ. ა. კალანდარიშვილი, ა. ნ. ჩხუბიანი, პავლე მეფურნოვი) და წევრობის ორი კანდიდატი – ვ. ნ. ზირაქიშვილი, დავით ვაშალომიძე (კრების თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე).

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი