ნიკიტჩენკო

სსრ კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის თავმჯდომარე

31 აგვისტოს სსრ კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ ამხ. ნიკიტჩენკოს თავმჯდომარეობით, დაიწყო იმ თეთრგვარდიელების სასამართლო პროცესი, რომლებიც უცხოეთის ერთი სახელმწიფოს დავალებით, მანჯურიიდან შემოიპარნენ სსრკ-ის ტერიტორიაზე დივერსიული საქმიანობის განხორციელების მიზნით. საქმეზე პასუხისგებაში მიცემულნი არიან: ი.ვ. კობილკინი, ე.ლ. პერელადოვი და ვ.ვ. ოლეინიკოვი.

წყარო: კომუნისი 1935 | 2 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა