მინა ილიას ძე კოპალეიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების წევრი

1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნების მაღაზიისთვის მინა კოპალეიშვილს ვალად ჰქონდა აღებული 2000 მანეთი ნიკოლოზ კოპალეიშვილისგან, ლაზარე კოპალეიშვილისგან – 1500 მანეთი, ვარლამ ვერულაშვილისგან – 5000 მანეთი და ვაჭარ იაკობაშვილისგან – 710 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობისა და ლიკვიდაციის შესახებ | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი