სოსია ბუჭუას ძე პაქსაშვილი

მოქალაქე

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოსია ბუჭუას ძე პაკსაშვილს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ამაშუკეთში მდებარე 5 დესეტინა და 520 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი, საძოვარი, ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა