სოსტა-მურად თოღაშვილი

ყაჩაღი

1830 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი №N 5 თავისი მოსკოველი მეგობრისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ 1830 წლის 17 ივლისს გენერალ რენენკამფის განკარგულებით განადგურებულ იქნა ჟემურის ხეობის სოფელი თოღვანი თავისი ციხე-სიმაგრით. სოფელში თოღაშვილები ცხოვრობდნენ, მათ შორის ყაჩაღად გავარდნილი ორი ძმა, კუჯანი და სოსტა-მურადი.

წყარო: ტიფლისსკიე ვედომოსტი (Тифлисские ведомости) 1830 | 11 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა