ბ. ნებიერიძე

ფრუნზეს სახელობის ქართული მსროლელი დივიზიის მეორე შეერთებული ათასეულის კავშირგაბმულობის ოცმეთაური

12-დან 16 სექტემბრამდე ფრუნზეს სახელობის ქართული მსროლელი დივიზიის მეორე შეერთებულმა ათასეულმა უაღრესად ძნელ პირობებში, სრული აღჭურვილობით, დალაშქრა ყაზბეგის მწვერვალი და მასზე აღმართა ამხ. სტალინის ბიუსტი. სრულიად საქართველოს ცაკ-ი და საქ. სსრ სახკომსაბჭომ დაადგინა: 1. გამოეცხადოს მადლობა ათასეულის მთელ შემადგენლობას 2. მწვერვალის დაძლევის ის მონაწილეები, რომელთაც განსაკუთრებით იჩინეს თავი, დაჯილდოებულ იქნან საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სიგელითა და ფულადი პრემიით.

წყარო: კომუნისტი, 1935 | 5 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა