ნოე გიორგის ძე ხომერიკი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრი, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 15 ივნისს სასამართლომ შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმე განიხილა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ექსპერტი ალ. ნეიმანი, დაიკითხა მოწმე – პოლ. შამშურინი. სასამართლოზე წაიკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფ. ვიცე-დირექტორის ნანეიშვილისა და თბილისის გუბერნიის კომისრის ყოფილი თანაშემწის კალანდარიშვილის ჩვენებები. გამოაქვეყნდა იმ მოწმეთა მონათხრობი (ნოე რამიშვილი, პ. ჭიჭინაძე, ბენია ჩხიკვიშვილი, ნოე ხომერიკი), რომლებიც სასამართლოში ვერ გამოცხადნენ.

წყარო: ერთობა, 1920 | 22 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა