ნინა ქვათელაძე

ხონის ძაფსაღები ქარხნის პარტორგანიზაციის წევრი

ხონის პარტორგანიზაციაში პარტდოკუმენტების შემოწმების შედეგად გამოვლინდნენ უცხო ელემენტები, რომლებიც გაირიცხნენ პარტიიდან. დავით ხუროძე წარსულში აქტიურად მუშაობდა ტროცკისტების რიგებში. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ იგი დღესაც ვერ გათავისუფლებულიყო კონტრ-რევოლუციური შეხედულებებისგან იგი უმალავდა პარტიას თავის წარსულს. ავერიონ ქაროსანიძე - ყოფილი ფედერალისტი, ვაჭრის შვილი და თვითონაც ყოფილი ვაჭარი. ამბაკო კორძაძე - 1926-27 წლწბში აქტიურად იბრძოდა პარტიის წინააღმდეგ, მაგრამ აქამდე ეს არსად უღიარებია. დომენტი კინწურაშვილი - ხელს უწყობდა მიწის ყიდვა-გაყიდვას სოფლად. გრიგოლ რატიანი - აქტიური ტროცკისტი, შემოწმების დროსაც შეეცადა დაემალა თავისი შეხედულებები. ალიოშა ბახტაძე - სისტემატურ დახმარებას უწევდა ანტისაბჭოთა ელემენტებს. ონისიმე ხობუა - ყოფილი ტროცკისტი, მალავდა თავის შეხედულებებს. პარტორგანიზაციაში ასევე აღმოჩნდნენ უვიცი კომუნისტებიც. ლიუბა ბუაძემ, რომელიც საშუალო ცოდნით არის, ჯერაც არ წაუკითხავს ამხ. ბერიას მოხსენება "ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის". ასეთივე აღმოჩნდნენ: ნინა ქვათელაძე, სონია გახოკიძე და ეკატერინე ტაბიძე.

წყარო: კომუნისტი 1935 | 8 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა